Saturday, December 27, 2008

თანამედროვე ქართული მეღვინეობა



XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. გაშენდა ახალი ვენახები, ღვინის დამზადებამ მძლავრი სამრეწველო ხასიათი მიიღო, ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობა, რამაც საფუძველი შექმნა დარგის შემდგომი აღორძინებისა და განვითარებისათვის.

80-იანი წლებში ვენახების ფართობი 150 ათას ჰექტარზე მეტი იყო, ღვინის ქარხნები წლიურად 500-700 ათას ტონა ყურძენს ამზადებდნენ, მიღებული ღვინოპროდუქცია ძირითადად ყოფილი სსრკ-ისა და გარკვეული ნაწილი კი საექსპორტოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე იყიდებოდა.

90-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, აგრეთვე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმა, მევენახეობა-მეღვინეობას სერიოზული ზიანი მიაყენა, რამაც დარგის სამრეწველო-ეკონომიური პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამცირა.
საქართველოში დღეისათვის ღვინოების მსხვილი მწარმოებლებიდან აღსანიშნავია შემდეგი კომპანიები: `საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია –GWS~, `თელავის ღვინის მარანი-TWC~, `სამება~, `თბილღვინო~, `ვაზიანი~ და სხვა კომპანიები /ადგილის სიმცირის გამო მათი ჩამოთვლა შეუძლებელია/, რომელთაც გააჩნიათ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც მათი პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქ ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები შეხამებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან. ეს კომპანიები თავიაანთ პროდუქციას ძირითადად რუსეთის ბაზარზე ჰყიდიან, მაგრამ გარდა რუსეთისა, წარმატებით იყიდება აგრეთვე უკრაინაში, ბალტიისპირეთში, იაპონიაში, აშშ-ში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში.

No comments:

Post a Comment