Saturday, December 27, 2008
რთველი
საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კახეთში რთველი შრომის დღესასწაულია, მოსახლეობა რთველისათვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილას ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლორული სიმღერები სდევს თან.
ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა - გოდორი გამოიყენება. რთველი, მეზობლები და ნათესავები, ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ; სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთველის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.
ღვინის დამზადების კახური ტექნოლოგია
კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.
ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში - მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება; მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება - იქ ღვინდება და ინახება.
ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან დამზადებული ტომრები - ტიკები და რუმბები.
ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება, აგრეთვე - ყანწი, თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.

მარანი
მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება.
მარანი, როგორც წესი საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ ატრიბუტიკას.
ქვევრი
ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა; მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს;
არქეოლოგიური გათხრებისას, ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია - მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.
თითა
თითა - სასუფრე ყურძნის ჯიში. გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა რაიონში. განსაკუთრებით ცნობილია "ქართლური თითა", რომელიც შიდა ქართლისა და მესხეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. ფოთოლი კვერცხისმაგვარი ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვალი გრძელია, თითისებრი მოყვანილობისა (აქედან სახელწოდება). ფერად მომწვანო-მოყვითალოა, მოტკბო-მომჟავო გემო და სუსტი არომატი აქვს. ძლიერ იზრდება, ზოგიერთი რქის სიგრძე 2-3 მ აღწევს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა. მტევნის საშუალო წონაა 151 გ (უდიდესი - 400 გ). მოსავალი ჰექტარზე 56 ც აღწევს. ქართლში მისი მოშენება ძლიერ შემცირდა, პერსპექტიულია მესხეთისათვის.
მევენახეობა და მეღვინეობა
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაrგებში.
საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჟიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა.
კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. იგი იყოფა ორ ზონად: შიდა და გარე კახეთად. კახეთში გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჟაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.
საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია კონცენტრირებული. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები გაშენებულია მდინარეების _ ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.
ისტორია და ხელოვნება
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.
გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.
სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).
ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველოს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”. აზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.
ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.
ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავის წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.
როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - "პოლონური თაფლი", 1814 წლით თარიღდება.
ქართული ღვინო
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.
საწნახელი
საწნახელი — ყურძნის დასაჭყლეტი, დასაწნეხი, დასაწური და ღვინის დასაყენებელი ჭურჭელი, ძირითადად საქართველოში. ამზადებდნენ ხისგან (ცაცხვი, წაბლი, თელა, თხილი), ქვისგან, კვეთდნენ კლდეში. ხის საწნახელი ძირითადად ორი სახისაა: მრგვალი და გაკუთხული. პატარა ხის საწნახელი 15-20 ფუთს იტევს, ხოლო დიდი — 3000 ფუთს. ამჟამად ხის საწნახელები ხმარებიდან გამოსულია. იშვიათად გვხვდება ცემენტის ხსნარით ნაგები საწნახელები.
უძველესი კლდეში ნაკვეთი საწნახელები ელინისტური ხანით თარიღდება (უფლისციხე, ზენითი), გვხვდება ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანებშიც. უფრო მოგვიანებით, მეღვინეობის განვითარების უფრო მაღალ დონეზე, გაჩნდა დამოუკიდებელი მოწყობილობა — ჭაჭის მექანიკური საწნახელი. იგი უკვე ნიკორწმინდის XI საუკუნის „დაწერილშია“ ნახსენები. აქვეა მოხსენიებული ხის საწნახელი, ქვითკირის „საწნეხი“ და ნაგებობა - "სასაწნელო". საწნახელს იშვიათად დღესაც იყენებენ. რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ტკბილის ჭაჭაზე დადუღება ძირითადად საწნახელში ხდება. საწნახელში აყენებენ ასევე წყალნარევ, ე.წ. სახარაჯო ღვინოს.
თანამედროვე ქართული მეღვინეობა
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. გაშენდა ახალი ვენახები, ღვინის დამზადებამ მძლავრი სამრეწველო ხასიათი მიიღო, ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-პრაქტიკული მუშაობა, რამაც საფუძველი შექმნა დარგის შემდგომი აღორძინებისა და განვითარებისათვის.
80-იანი წლებში ვენახების ფართობი 150 ათას ჰექტარზე მეტი იყო, ღვინის ქარხნები წლიურად 500-700 ათას ტონა ყურძენს ამზადებდნენ, მიღებული ღვინოპროდუქცია ძირითადად ყოფილი სსრკ-ისა და გარკვეული ნაწილი კი საექსპორტოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე იყიდებოდა.
90-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა, აგრეთვე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმა, მევენახეობა-მეღვინეობას სერიოზული ზიანი მიაყენა, რამაც დარგის სამრეწველო-ეკონომიური პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამცირა.
საქართველოში დღეისათვის ღვინოების მსხვილი მწარმოებლებიდან აღსანიშნავია შემდეგი კომპანიები: `საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია –GWS~, `თელავის ღვინის მარანი-TWC~, `სამება~, `თბილღვინო~, `ვაზიანი~ და სხვა კომპანიები /ადგილის სიმცირის გამო მათი ჩამოთვლა შეუძლებელია/, რომელთაც გააჩნიათ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც მათი პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს. აქ ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციები შეხამებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებთან. ეს კომპანიები თავიაანთ პროდუქციას ძირითადად რუსეთის ბაზარზე ჰყიდიან, მაგრამ გარდა რუსეთისა, წარმატებით იყიდება აგრეთვე უკრაინაში, ბალტიისპირეთში, იაპონიაში, აშშ-ში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში.
აზრი მეღვინეობის განვითარებაზე
ნიკო ნიკოლაძე
ეს მცირე ნაწილია იმ წერილისა, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ 1909 წელს შედგენილ ქუთაისის მეღვინეთა საზოგადოების წესდებას წარუმძღვარა. მას მერე თითქმის საუკუნე გავიდა, ქვეყანაც შეიცვალა, წყობაც, მევენახეობა-მეღვინეობის დარგიც წინ წავიდა და, წესით, ახლა სხვა პრობლემები უნდა ჰქონდესხ მაგრამ დაკვირვებული მკითხველი საუკუნისწინანდელ სატკივარსა და დღევანდელობას შორის ბევრ საერთოს იპოვის: „და ეს იქნება მანამდი, სანამ არ დაარსდება ჩვენში ისეთი ორგანიზაცია, რომელიც შეაკავშირებს ჩვენს მეურნეთ ამა თუ იმ სახით და შექმნის მათგან ისეთ ძალას, რომელსაც მსხვილი მიწათმბლობელობაც კი ვერ აჯობებს" - წერს ნიკო ნიკოლაძე. ქუთაისის გუბერნიაში არც ერთი დარგი მეურნეობისა არ განიცდის ისეთ ცუდ მდგმარეობას, როგორსაც მეღვინეობა. მეღვინეობა ჩვენში მომდინარეობს თითქმის ნოეს დროიდან და მას მშრომელთა ცხოვრებაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ყოველთვის და ახლაც უკავია.
ოფიციალური ცნობებით, 1909 წელს ვენახით მოშენებული მამულის რაოდენობა უდრიდა 20.314 დესეტინას, ყურძნის მოსავლისა – 3.178.404 ფუთს, ხოლო ღვინოსი – 2.469.540 ვედროს და გამოხდილი სპირტისა კი 944.333 გრადუსს. წინანდელი წლების ცნობები გვიჩვენებენ, რომ 1906 წელს ყურძნის მოსავალი უდრიდა 3.355.840 ფუთს, 1907 წელს 4.426.604 ფუთს და 1908 წელს – 4.015.841 ფუთს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ცნობებ- ში სავსებით კიდევ როდი გამოიხატება ყველაფერი, მაგრამ აქედანაც აშკარა ხდება, რომ ვენახით მოშენებული მამულის, ისე ყურძნის მოსავლით ჩვენს გუბერნიას მეორე ადგილი უკავია მთელს იმპერიაში.
მეორე ოფიციალური წყაროს ცნობებით, მეურნეობის როლი ჩვენს თვალში კიდევ უფრო მნიშვნელოვან ხასიათსა ღებულობს: ჩვენს გუბერნია- ში 70.260 მეღვინეა, მაშინ როცა თბილისის გუბერნიაში, საცა ვენახს ქვეშ დაკავებულია იმდენივე მამული, რამდენიც ჩვენს მხარეში, მათი რიცხვი გაცილებით ნაკლებია, 42.807.
ცხადია, ჩვენებური მეურნისაგან, - რომლის განკარგულებაშია საშუალოდ მხოლოდ დესეტინის ერთ მესამედზე ნაკლები სავენახე მამული – არ მოითხოვება, რომ მან კარგი ხარისხის ყურძენიც მოიყვანოს, ღვინოც კარგი და მასთან, თანამედროვე ტექნიკითაც ისარგებლოს და მოაწყოს როგორც რიგი და წესია კარგი ღვინოს გაკე- თებისა, მისი დაძველება-შენახვისა და გადატანის საქმე, რომ მისი ნაწარმოები კარგ ფასში გასაღდეს იქ, სადაც იმაზე დიდი მოთხოვნილებაა.
გამოცდილება ამტკიცებს, რომ მოწინავე ქვეყნებშიც შეუძლებელია მეღვინეობის კარგათ დაყენება კერძო მეღვინეთაგან, თუ მათს განკარგულებაში არაა ფართე სავენახე მამული და, მასთან საკმაოდ დიდი კაპიტალი ან კრედიტი. წვრილი მეღვინისათვის კი შესაძლოა მარტო ყურძნის მოყვანა და მისი ან მისგან დაყენებული ღვინის დაუყოვნებლივი გაყიდვა. ყურძნის წვენისაგან ასეთი ღვინოს მისაღებად, რომელიც ატარებს შენახვას და გადატანას – საჭიროა, რომ ეს წვენი შენახულ-დაძველებული იქნას არა ნაკლებ სამი წელისა, ისეთ სარდაფსა ანუ მარანში, სადაც ზამთარზაფხულ ჰაერის სითბო არ უნდა სცილდებოდეს – არც ზევით და არც ქვევით – რეომიურის 10-12 გრადუსს.
ასეთი სარდაფის გამართვა კი ძვირათ ჯდება – რა გინდ პატარა არ უნდა იყოს იგი, მისთვის საჭიროა მაინც რამდენიმე ათი ათასი მანეთი. ეს კი მოსახერხებელია მდიდრისათვის, და არ ისეთი ტიპის მეურნისათვის, რანაირებთანაც ჩვენ გვაქვს საქმე ქუ- თაისის გუბერნიაში.
ქუთაისის გუბერნიაში ძლიერ იშვიათია მსხვილი მიწათმფლობელობა და მევენახეობა, ამიტომაც არის, რომ ჩვენში მეღვინეობის განვითარება დღესაც პირველყოფილ სტადიას განიცდის. და ეს იქნება მანამდი, სანამ არ დაარსდება ჩვენში ისეთი ორგანიზაცია, რომელიც შეაკავშირებს ჩვენს მეურნეთ ამა თუ იმ სახით და შექმნის მათგან ისეთ ძალას, რომელსაც მსხვილი მიწათმბლობელობაც კი ვერ აჯობებს. მაშინ და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლო, რომ ჩვენი ყურძნის წვენისაგან ნამდვილი ღვინო დადგეს და იგი ყველგან ფასობდეს და მწარმოებლის შრომას ყოველთვის ამართლებდეს.
იმიტომ, რომ ჯერ ასეთი ორგანიზაცია ანუ საზოგადოება არ არსებობს, დღეს – როგორც ზემო აღნიშნული ოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, ჩვენი მევენახე ღებულობს ფუთ ღვინოზე 80 კაპიკიდან - 2 მანეთამდე, უმეტესად ახალი ფუთი ღვინო 1 მანეთიდან 1,5 მანეთამდე, და თუ მისი გაყიდვა არ მოხერხდა პირველ თვეებ- ში, დათბობამდე, აპრილ-მაისამდე იგი მჟავდება და ფუჭდება. შორს გასაგზავნად ასეთი ღვინო არ ვარგა, თუ მასში არ გაერია სპირიტი. ასეთ პირობებში ღვინოს შენახვა-დაძველებაზე, მით უფრო რამდენიმე წლის განმავლობაში, ლაპარაკიც ზედმეტია.
რუსეთის სხვა კუთხეებთან შედარებით, სახარბიელო მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული და ეს იმიტომ, რომ დღემდი მევენახეობა-მეღვინეობას არ შეჰხებია მსხვილმრეწველთა ხელი, რამაც ფეხზე დააყენა და საუცხოვოთ განავითარა მეურნეობის ეს დარგი არამცთუ მარტო საფრანგეთსა და იტალიაში, არამედ ყირიმსა და კახე- თის საუფლისწულო მამულშიც.
მევენახეობისათვის საუცხოვო პირობებით ბუნებას უხვად დაუჯილდოვებია ჩვენი მხარე: მზის სხივთა სიუხვე, ზღვასთან სიახლოვე და სხვა გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობებით ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩება არცერთ რუსეთის მხარეს და თვით საფრანგეთსაც, ჟირონდოს მიდამოთა გამოკლებით /ბორდო-ლაფიტიდან ვიდრე გრავის ყურემდე/.
სარდაფის გაკეთება, მისი მორთვა გაუმჯობესებული იარაღებით და საუკეთესო ჭურჭლებით, გადასასხამი და გადასაგზავნი მოწყობილობები, საცივადო განყოფილებანი, საცდელი ლაბორატორიები და სხვა, აი რაებია სა- ჭირო ჩვენში მეღვინეობის განსავითარებლად. საჭიროა ამისათვის დიდი დანახარჯების გაწევა. შეუძლებელია ჩვენებური ღვინოსათვის ფართე ბაზრის მოპოვება და მისი გაყიდვა ხელსაყრელ ფასებში მანამდი, სანამ ჩვენ- ში მეღვინეობის საქმე არ დაეყრდნობა მეცნიერულ საფუძვლებზე, რომ ისეთის ნდობით მოეპყრას მას მომხმარებელი, როგორც საფრანგეთისა ანუ რეინის ცნობლი მარკების ღვინოს.
მის გაკეთება კი წვრილი მიწათმბლობელობის მხარეში შეუძლებელია ვინიფიკაციის კოლექტიური ფორმის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი კოლექტიური ძალითაა შესაძლო ჩვენ- ში რკინა-ბეტონით გარს შემორტყმული მინის რეზერვუარების დადგმა და მათი საშუალებითა და დახელოვნებული სპეციალისტების ხელმძღვანელობით კარგი ღვინოს დაყენება და მისი შენახვა-დაძველება შესაფერის სარდაფებში. უამისოთ შეუძლებელია ღვინოს საიმედო საქონლად ქცევა, რომ მან გადაიტანოს შენახვა და შორეულ ქვეყნებს გადაგზავნა.
აღა გავაგრძელოთ: ნათქვამითაც ცხადია, რომ მეღვინეობის განსავითარებლად აუცილებლად საჭიროა მეღვინეთა საზოგადოების დაარსება. სამი წლის განმავლობაში ასეთ სარდაფში ფუთი ღვინოს შენახვა /წლიურად 40 ათასი მანეთიანი გასავლით/ დაჯდება არა უმეტეს 46 კაპიკი, ძირითად თანხაზე წლიური 7% და პროცენტების პროცენტებიდან თითო ფუთ ღვინოს მოუწევს 33 კაპიკი და ბოლოს, თითო ფუთზე გაცემულ ორორ მანეთის პროცენტები და პროცენტების პროცენტები შეადგენს 35 კაპიკს. ამნაირათ, ფუთი ღვინოს დაძველება დაჯდება სულ 1,14 მანეთი. მივუმატოთ ამას პირვანდელი სესხის სახით მისაცემი თუნდ 2 მანეთი და ჩვენ მივიღებთ საუკეთესო ხარისხის ღვინოს ძირითად ღირებულებას: ფუთზე 3 მანეთზე ცოტა მეტს ან ბოთლზე 13 კაპიკს. რამდენიც არ უნდა დავაყენოთ ასეთი ღვინო, მას ყველგან სიამოვნებით გაასაღებენ 50-40 კაპიკად, მაგრამ ჩვენ რომ 25 კაპიკი ვიანგარი- შოთ, მაინც დავარჩენთ ბოთლზე 9 კაპიკს ან ვედროზე 9 აბაზს.
ა აი აქ იმარხება ეკონომიკური ძარღვი კოლექტიური ვინიფიკაციისა: კარგი ღვინის დაყენება, მასზე საგარანტიო აპერაციების შემოღება, ჩვენებური ყურძნის წვენიდან საიმედო საქონლის მიღება და მისთვის ხელსაყრელი ბაზრების მოპოვება, ერთის მხრივ დიდათ შეუწყობს ხელს ჩვენი სოფლის კულტურულ-ეკონომიკურ აღორძინებას და, მეორეს მხრივ, რუსეთის მომხმარებელსაც გაუადვილებს პირველ ხარისხოვან ყურძნისაგან დაყენებული ღვინოს იაფად მიღებას 30- 50 კაპიკს ბოთლს, მაშინ როდესაც დღეს ისინი ნაკლების ხარისხის ღვინოზე 2-3-ჯერ მეტს იხდიან...
ამდვილი წყაროებიდან ამოკრეფილი ცნობებით, საჭირო სარდაფისა ანუ მარნის აშენება ქუთაისში და მისი მორთვა გაუმჯობესებული იარაღებითა და ჭურჭლით დაჯდება – ქუთაისში 2 დესეტინითა, ხოლო ყვირილაში საწყობისათვის საჭირო ათი დესეტინა მიწით – 400 000 მანეთი. საწარმოვო თანხით სამი წლის განმავლობაში საჭიროა 100 000 მანეთი. მობარებულ ღვინოზე სესხის გაცემის მთელი აპერაციის დამყარება საგარანტო სისტემაზე, რომლის საშუალებით ღვინოს პატრონისათვის სესხის მისაცემათ არაა საჭირო საკუთარი თანხის შედგენა /სესხს ბანკები იძლევიან საქონლის საწყობების შესახებ არსებული კანონებისა/.
სეთი წესით საზოგადოებისათვის სავსებით საკმაოა 500 000 მანეთი, რომელ თანხიდანაც საშუალოდ ირიცხება ერთი მეხუთედი, ხოლო ოთხი მეხუთედით, ე.ი. 400 000 მანეთი, შენდება სარდაფი, რომელიც უზრუნველყოფს ბანკებიდან 300 000 ფუთ ღვინოსათვის საგარანტო თანხის მიღებას.
მთავრეს სარდაფის აშენება განზრახულია ქუთაისში – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურია-სამეგრელოს ბუნებრვი ცენტრში. მაგრამ საზოგადოების დანიშნულება როდი განისაზღვრება მარტო სარდაფის აშენებით, კარგი ხარისხის ღვინის დაყენებითა და მისთვის ბაზრის მოპოვებით. მისი განზრახვაა აგრეთვე მევენახისათვის საჭირო იარაღებისა, მიწის მინერალური სასუქისა და სხვ., მოწოდება, რასაც, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენში სამეურნეო კულტურის აღორძინებაში.
არგანეცის წასაღებათ საზღვარგარეთიდან ორთქლის გემები ცარიელი მოდიან ფოთს და აი ამ გემებით მეოთხედ ფასად შესაძლოა მოტანა ისეთი საუცხოვო ხარისხის სასუქისა, რომელსაც ეწოდება ტომასის ფქვილი და რომლის გამოყენება ჩვენში დიდად წასწევს მეურნეობის ინტენსიფიკაციას, პატარა მამულიდან დიდი მოსავლის მიღებას, რაც დაუფასებელია ყოველ წვრილ მეურნეობაში ქვეყნებისათვის საზოგადოთ და განსაკუთრებით ჩვენი გუბერნიისათვის.
ანარჩენ კითხვებზე პასუხს იძლევა თვით წესდება.
იმედოვნებთ, რომ საზოგადოების აქციათა უმეტეს ნაწილს დაინაწილებენ ისევ ადგილობრივი მეურნე-მევენახენი. მიღებულია სოფლის მცხოვრებთა წინადადება იმის შესახებ, რომ ამ საქმეს მოექცეს სასურსათო თანხა და მით უზრუნველყოფილ იქნეს მას- ში თვით მწარმოებლის მონაწილეობა, მაგრამ ამაზე იმედების დამყარება არაა საიმედო და ამიტომ, დანარჩენი ნაწილი აქციებისა უნდა განაწილდეს პეტერბურგში, იმ საკრედიტო დაწესებულებათა კლიენტებს შორის, რომელნიც საგარანტიო სესხს იძლევიან.
აზეთი "თემი"
1914 წ. 16 მარტი

მეგრელები და ვაზი
სამეგრელოში ყურძნის საკრეფად ხეზე ადიან - იქ მიწა ნოტიოა, ვაზს კი მცხუნვარე მზე სჭირდება დასამწიფებლად. ამიტომაც ოდიშში ყურძენს ძველებიც ხეებზე უშვებდნენ ან ტალავერზე ზრდიდნენ. ტრადიცია დღესაც გრძელდება.
ჩვენამდე მეგრული ყურძნის ჯიშის აუარება სახელმა მოაღწია. დღეს ამ ჯიშებიდან ნაწილი აღარც არსებობს - ოჯალეში კი სამეგრელოში ყველაზე გავრცელებული ჯიშია. თუმცა, ძველქართულ დოკუმენტებსა და გეოგრაფიულ ნაწარმოებებში სხვა ჯიშებზეც ბევრს წერენ, როგორც განსაკუთრებულ, მხოლოდ ამ კუთხისათვის დამახასიათებელ და ამ მხრივ ორიგინალურ ჯიშებზე.
ხარდანის ვაზი ღონიერი და მოსავლიანი ყოფილა. დიდი და მომრგვალო, მუქი მწვანე და გლუვი, ოდნავ დაკბილული ფოთლებით. ბუსუსიანი. მტევანი "დიდი, წოწოლა და მეჩხერი" სცოდნია.
მარცვალი მრგვალკვერცხისებრი და თხელკანიანი. ხორცი მაგარი და ტკბილი. ძველების აღწერით, ეს ჯიში მაგარი "სატკვერი", "საკვნეტი" იყო. მალე მწიფდებოდა. "მაჭრად აყენებენ. ღვინო კო შედარებით მდარე დგებაო", ვკითხულობთ ივანე ჯავახიშვილთან. ორგვარი ყოფილა ხარდანის ჯიშის ყურძენი - შავი და თეთრი. ამიტომაც, პირველს მეგრულად ხარდანი უჩა, თეთრს კი ხარდანი ჩე ეწოდებოდა.
შონური ანუ სვანური, რომელიც მთელ სამეგრელოში ოჯალეშის სახელითაა ცნობილი, ღონიერ ვაზად ითვლება, მაგრამ როგორც სპეციალისტები ამბობენ, შედარებით ნაკლებმოსავლიან ჯიშია. მისი ნორჩი რქის სიგრძე 2 მეტრს აღწევს ხოლმე. ფოთოლი დიდი და მრგვალი და მასაც ოდნავ დაკბილული აქვს. ორივე მხარეს გლუვია. მტევანი კი "პატარა და კუმსი" იცის. მარცვალი შავი. მრგვალი და საშუალო სიდიდისა. საკმაოდ სქელკანიანი და ხორციანია, რაც მთავარია, ტკბილი და გემრიელი. ოჯალეშის დამწიფებას მეგრელები ნოემბრის მეორე ნახევრამდე ელიან და შემდეგ მისგან მუქ წითელ, სურნელოვან ღვინოს აყენებენ.
აკიდოს თვისებებზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ის კინჩხაში, მარტვილში, თამაკონსა და სხვა სოფლებში ყოფილა გავრცელებული.
წყაროებში ნაკლებია ცნობები ტოროკუჩხის ჯიშზეც. ნათქვამია მხოლოდ, რომ მისი ყურძნისაგან კარგი ღვინო დგებოდა და ჯვარში, ჭკადუაში, ხიბულაში იზრდებოდა. ტოროკუჩხი მაღლარი ვაზი ყოფილა. კუჩხი მეგრულად ფეხსა ნიშნავს, ტორონჯი მტრედს ეწოდება. და ყურძენსაც ასე ერქვა - მტრედის ფეხა.
არანაკლებ უცნაური სახელები ერქვა ყურძნის სხვა ჯიშებსაც. არავინ იცის რატომ დაარქვეს ერთ-ერთ ჯიშს კერთოლი - ეს ყურძენი სენაკში, ნოქალაქევსა და მის ახლოს მდებარე სოფლებში ყოფილა გავრცელებული. კერი მეგრულად ტახს ნიშნავს, თოლი - თვალს. კერთოლი კი ტახის თვალს. მეცნიერები იმასაც ფიქრობდნენ, რომ ეს იგივე გურიაში შემორჩენილი ყურძნის ძველი ჯიში - "ღორისთვალაა".
უფრო მეტიც, მეგრელებმა ერთ ჯიშს დედოფლის კითი (იგივე დედოფლის თითი), დაარქვეს. უფრო უცნაური - დღუდღუში, პუმპულაში, კოლოში (რომლისგანაც მოვარდისფრო მშვენიერი ღვინო დგებოდა), მდინარე ენგურს გაღმა ყოფილა გავრცელებული. შავი ყურძნებიდან გამოირჩეოდა პანეში, გოდავათური, მაჭკვატური, მახვატელი, კეთილური....
ზერდაგის ჯიშს მდ. ხოფას და ტეხურს შუა შეხვდებოდით. ვახუშტის დახასიათებიდან ჩანს, რომ მე-18-ე საუკუნის დამდეგს ის სამეგრელოს ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშთაგანი ყოფილა.
"კარგ ღვინოს იძლეოდა" თურმე ჩეში. თეთრი ჯიშებიდან ასევე გავრცელებული ყოფილა ჩერგვალი, ცხინკილოური, ჭვიტილოური და სხვა.
დიდი რთველი სამეგრელოში არასოდეს სცოდნიათ. ყურძნის დაკრეფის წესი ხომ ოდიშელებს დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებული ჰქონდათ. ყურძნის კრეფა აგვისტოს დამლევს იწყებოდა და ზოგჯერ დეკემბრამდე გრძელდებოდა. მაღლარი ვაზის საკრეფად გიდელს ხმარობდნენ. ამ გიდელს სახელურების მაგივრად ნახვრეტები ჰქონდა, რომელშიც ბოლოკავიან-კვანძიან თოკს უყრიდნენ ხოლმე ასაწევ-დასაწევად. სამეგრელოში ამ თოკს ოწილარი თოკი ერქვა. ხეზე ასული ყურძნის მკრეფელი, რომელსაც სამეგრელოში "ყურძენიში მაწილარი" ეწოდებოდა, გიდელს რომ ყურძნით აავსებდა, კავსა და თოკს გიდელის ნახვრეტებს გაუყრიდა, ყურძნით დატვირთულ ამ კალათს ჩაუშვებდა დაბლა და თანაც ჩასძახებდა: "ა გიდელი" -ო.
იქ მდგომი გიდელის მცველი ანუ მეგიდლე, როგორც ოდიშში უწოდებდნენ, ყურძენს გიდელიდან გოდორში, ანუ კალათაში აწყობდა. გიდელს რომ დაცლიდა, ყურძნის მკრეფელს შესძახებდა, "მშვიდობით გიმართიო". ამ შეძახილით მკრეფელი ხვდებოდა, რომ გიდელი ცარიელი იყო და მისი აწევა შეიძლებოდა. ერთი გიდლის მცველი 3-4 ყურძნის მკრეფავს ემსახურებოდა. მოკრეფილ ყურძენს ფერის მიხედვით გადაარჩევდნენ ხოლმე, რადგან თეთრი ან მწვანე და შავ-წითელი ყურძენი ცალ-ცალკე უნდა დაწურულიყო, რომ ღვინოს სათანადო ფერი ჰქონოდა. დასაწურად იყოფოდა მაღლარი და დაბლარი ჯიშის ყურძენიც.
თუ დანარჩენ საქართველოში საღვინე წვენის მიღებას ყურძნის დაწურვას უწოდებენ, მეგრელებისთვის ამ საქმეს წილახუა ჰქვია. ამ პროცედურის ჩასატარებლად კი მათ ნავის მსგავსი ხის საჭყლეტი ჰქონდათ, იგივე ოჭინახი ანუ საწნახელი. უფრო მომცრო საწნეხს კი ჯერუკს უწოდებდნენ. ამ უკანასკნელს ღარი არ ჰქონდა. ოჭინახი, როგორც წესი, ცაცხვის ან წაბლის ხისგან მზადდებოდა.
საწნეხი ხის მანქანა სამეგრელოშიც ყოფილა და მას ხარხენი ერქვა. რაც ხრახნილისგან უნდა იყოს წარმომდგარი.
სენაკელი მზია მამფორიას ეზო სამეგრელოში დღესაც მაღალი ტალავერითაა დაჩრდილული. როცა იქ ადესა მწიფს, ეზოში ამ ყურძნის განსაკუთრებით სასიამოვნო სურნელი დგას.
"დღეს ვენახები ჩვენსკენ იშვიათია, უფრო ტალავერის ვაზი აქვთ ოჯახებში. ჩვენ, მაგალითად, ყურძნის ორ ჯიშს ვუვლით. ადესას და კაჭიჭას. ორივე შავი ყურძენია. ერთი მსხვილი და ტკბილი, მეორე შედარებით წვრილი, მაგრამ არომატული. ტალავერი საკმაოდ მაღალია, რომ მზემ კარგად დააცხუნოს. ჩვენ ის სახლის ორივე მხარეს გვაქვს და ეზოს ზაფხულში მთლიანად ჩრდილავს. ყურძენს ოჯახის წევრები ვკრეფთ. მერე მინდორზე გაშლილ ცელოფანზე ვაგროვებთ, შემდეგ კი ხის ჭურჭელში გადაგვაქვს, რომელსაც შიგნიდან გუდრონი აქვს გამოვლებული, წვენი რომ არ გაიპაროს. 10-15 დღე ვტოვებთ ასე ოჭინახში, სანამ დუღილს არ მორჩება. თავზე ცელოფანს ვაფარებთ და და დღეში 2-3-ჯერ ვურევთ. დუღილს რომ დაასრულებს, ღვინო მინის ბოცებში გადაგვაქვს. საბოლოოდ კი ქვევრებში ვინახავთ. არც ჭაჭას ვყრით. მისგან საუცხოო არაყი გამოდის", - გვიყვება მზია მამფორია, რომლის ოჯახსაც საკუთარ ეზოში მოყვანილი ღვინო მთელი წლის მანძილზე ჰყოფნის.
ჭურ-ქვევრების დამზადების ხელობა სენაკში, მუხურაში, ჯვარში და სხვა ადგილებში იყო გავრცელებული. სამეგრელოში ჭურს სახელს მისი სიდიდის მიხედვით არქმევდნენ. საშუალო ტანის ჭურჭელს ლაგვანი ერქვა, მომცროს კი ლახუტი. ოდიშში ჭურებს ისე ვიწრო ყელს უკეთებდნენ, რომ ჭურის მრეცხავს მასში ჩასვლა არ შეეძლო და აუცილებლად სარცხით უნდა ამოერეცხათ. მისი სარქველიც სხვადასხვაგვარი იყო. სამეგრელოში ჭურს ფიცრის სახურავს ახურავდნენ, რომელსაც ორგუს ეძახდნენ, მაგრამ არსებობდა ქვის სარქველიც, რომელსაც მარტივად "ქუა" ერქვა. ჭურს ჯერ ბლის ხის ქერქს გადააფარებდნენ, რომელსაც ბულეში ე.ი. ბალისა ერქვა, ზედ კი ორგუს ან ქვას დააფარებდნენ.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ადგილობრივებმა ჭურის მიწაში ჩაფვლის რამდენიმე წესიც შემოიღეს. ზოგჯერ ღვინის ჭურჭელი მიწაში უფრო ღრმად იყო ხოლმე ჩაფლული, ხანაც უფრო მომაღლო მდგომარეობას ურჩევდნენ. ყველაფერი ადგილსა და ნაიდაგზე იყო დამოკიდებული. მშრალ ადგილას ჭურს ღრმად ჩაფლავდნენ ხოლმე, ნოტიო ნიადაგში კი პირიქით. როდესაც ის ნიადაგის პირამდე იყო ჩასული, მას თავ-დაბალი ერქვა. ხოლო ზოგჯერ ისინი მიწის ზედაპირიდან 2-3 გოჯით მაღლა იყო ამოშვერილი და ასეთს თავ-მაღალს უწოდებდნენ. ისეთ ჭურს, რომელიც 12 გოჯის სიმაღლეზე იყო მიწის ზემოთ ამოწეული, ბორკილიანი ერქვა.
მეგრელებს სარცხიც თავისებური ჰქონდათ. იქ ჭურს "ორჩხეშით" რეცხავენ. რომელიც აგრეთვე გრძელი სარია, რომელსაც ძმერხლის ფოთლების კონა აქვს ბოლოში წამოცმული. ქვევრს ცივი წყლით, რამდენჯერმე და მეტად გულმოდგინედ რეცხავდნენ. ტრადიციულად ამ საქმეს მამაკაცი ან ქვრივი ქალი აკეთებდა.
ღვინის დადუღების საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ მას განსაკუთრებული ჭურჭლით, რომელსაც ჩხრიკე ეწოდებოდა, კოკაში ანუ ლაგვანში ჩაასხამდნენ ხოლმე. სამგზის დაწურული ყურძნის ჭაჭა ხის საწნახელიდან ქვის საწნახელში გადაჰქონდათ, სადაც უკვე საწნეხით წნეხდნენ, რომლის საშუალებითაც მიღებულ ყურძნის სქელ წვენს იმ ჭურებში ასხამდნენ, სადაც დაწურული ღვინო ჰქონდათ. მერე ქვევრებს სარქველით ხურავდნენ, მიწას წააყრიდნენ და გაზაფხულამდე ეს ღვინო ამ ქვევრებში ჰქონდათ, შემდეგ კი ადგილს ისევ უცვლიდნენ... ასე "უვლიდნენ" ღვინის არცთუ ისე უხვ მოსავალს მეგრელები.
ოდიშის ღვინო "მსუბუქი და კარგი" ყოფილა. ქართველი გეოგრაფის ცნობით, "ღვინო ზერდაგი", რაც სპარსულად ოქროსფერს ნიშნავს, ყოფილა "ფრიად კეთილი, ძალიანი და ქებული ყოველთა შინა".
დღესაც სამეგრელოში მაღლარი ჯიშის ვაზისგან გაცილებით უკეთესი ღვინო დგება, ვიდრე დაბლარისგან. ეს გარემოება მეტისმეტად ნოტიო ნიადაგის მიზეზით აიხსნება. ამიტომაა, რომ ყურძენს სამეგრელოში "მზესთან უშვებენ".
ეგრული ჯიშები:
წითელი – გოდაათური, გრეხი, ვერნახი, კეთილური, კერთოლი, კოლოში, კუტალა, მაჭყვატური, მუხიშხა, ოჯალეში, პანეში, პუმპულა, უგვარო, უჩაჭუბური, უჩახარდანი, ჩხაბერძულა, ჩხოროკუნი, ჩხუში, ჭითაში, ჭოტიში, ხოჯისთოლი.
თეთრი – აფხაზურა, დედოფლის კითი, დუდგუში, დღვლაბე, ეგურძგული, ზერდაგი, თეთრიშა, თხურთხუ, კაპისტონი მეგრული, კვაწახურა, ლაგილური, ოფოფი, ოქონა, საკუმა, სამაჭრო, ჩეკოლოში, ჩერგვალი, ჩეში, ჩეჩქიში, ჩეჭიფეში, ჩეხარდანი, ჩიჩკიში, ჩხუჩეში, წალენჯიხის თეთრი, ჭვიტილური, ჭუბერი.
ალავერდის საკათედრო ტაძრის ისტორიულ მარანში თითქმის 4-საუკუნოვანი პაუზის შემდეგ ყურძენი დაიწურა
ალავერდის ტაძრის ახლად რესტავრირებული მარანი ერთ-ერთი ეტაპია იმ დიდი პროექტისა, რომელიც ალავერდის მონასტრის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას მიზნად ისახავს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და კომპანია "ბადაგონი".
მარნის რესტავრაცია სწორედ ამ უკანასკნელის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და დღეს იგი საზეიმოდ გაიხსნა "ბადაგონის" ერთი წლისთავის აღსანიშნავად.
ალავერდის ეპარქიის წინამძღოლის ამბა ალავერდელის, მიტროპოლიტის მეუფე დავითის განცხადებით, ეს მარანი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეთავსება ერთმანეთს ტრადიციული ღვინის წარმოება და თანამედროვე ტექნოლოგია. მეუფემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს ყველა მონასტერში განხორციელდება მონასტრისათვის დამახასიათებელი ტრადიციული საქმიანობა.
წელს ალავერდის მარანში პირველად დაიწურა საფერავის ჯიშის ყურძენი – "ბადაგონის" კუთვნილი ვენახების მოსავალი. დაღვინების პროცესი კომპანიის სპეციალისტების მეთვალყურეობით წარიმართება. მარანში "ბადაგონის" ტექნოლოგებთან ერთად მონასტრის საძმოს წევრებიც იმუშავებენ.
აქ დამზადდება ალავერდის მონასტრის მარნის საეკლესიო ღვინო. მარანში რამდენიმე დარბაზია – ტრადიციული (ანუ ქვევრებიანი) და ევროპული უახლესი დანადგარებით აღჭურვილი. მარანში დაიწურება ღვინო, როგორც ტრადიციული ძველქართული, ასევე ევროპული მეთოდით.
Friday, December 26, 2008
ხიხვი
ხიხვი - ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ფოთლები დიდი, მრგვალი, სამფრთიანი. მტევანი საშუალო მომწვანო ყვითელი ფერის. გარჯული ლაქებით მზის მხარეს. რბილი კანით, წვნიანი რბილობით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100 c პირობებში მოსავლიანობა 60-80ც/ჰა. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი, ყინვაგამძლე და გვალვაგამძლეა. ნაკლებად ზიანდება მილდიუთი და ძლიერ ოიდიუმით. შაქრიანობა არანაკლებ 29%-ია. ეს ჯიში გამოიყენება, რქაწითელის მწვანეს ჯიშებთან ერთად კუპაჟში, მაღალხარისხიანი ღვინის, კახური ტიპის, "რქაწითელი ხორნაბუჯულის" დასამზადებლად.
კრახუნა
კრახუნა, ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რაიონებში. საშუალო მოსავლიანობა 80-100 ც/ჰა. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვნის შაქრიანობა 21-24%. შეტანილია საქართველოს სამრეწველო ვაზის ჯიშთა სორტიმენტში. კრახუნასგსნ მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო. ჯიშის მცირე გავრცელების გამო კრახუნასგან სუფთა ჯიშურ ღვინოს არ ამზადებენ და სამარკო ღვინის კუპაჟში იყენებენ.
ქართული ვაზის ჯიშები
მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.
გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
ჩხავერი
ჩხავერი - ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ცილინდრული. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა არანაკლებ 22%-ისა. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად
საფერავი
ძველი ქართული ტექნიკური ჯიში. დამწიფების გვიანდელი ვადით ფოთლები დიდი მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი საშვალო ან დიდი. კონუსური. მარცვალი საშუალო ან დიდი ოვალური. მუქი ლურჯი. რბილი კანით. წვნიანი რბილობით. პერიოდო დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე საშუალოდ 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3000 c პირობებში. მოსავლიანიბა 80-120ც/ჰა. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით ყველაზე პირველია. ჯიში ნახევრადმდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ. განსაკუთრებული ადგილი აქვს საფერავს, სუფრის ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. საფერავის ჯიშის ღვინომასალა, ალექსანდროული ჯიშის ღვინომასალასთან ერთად გამოიყენება ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. რომელიც ხარისხით არ ჩანოუვარდება საქვეყნოდ ცნობილ ღვინოს "ხვანჩკარა".
რქაწითელი
ქართული ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ტურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.
ალექსანდროული
ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90%, მტევნის საშუალო წონაა 90-100 გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. როცა ყურძნის შაქრიანობა 27-28%-ია, მჟავიანობა კი - 6-8%, აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს "ხვანჭკარას" (ძირითადად ხვანჭკარის მირკორაიონში), ხოლო ნაკლებშაქრიანობისას (20-21%) სუფრის ღვინოს -"ალექსანდროულს".
ალადასტური
ქართული ვაზის ჯიში. მისი ყლორტების 75-77% ნაყოფის მომცემია. ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200 გ იწონის. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხევებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა - ჰექტარზე 70-100 ცენტნერი. ალადასტური გავრცელებულია ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის რაიონებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, საუკეთესო სხეულოანობა და სასიამოვნო სურნელება აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო "ალადასტური".
Subscribe to:
Posts (Atom)